BBC ბოდიშს უხდის ტრამპს მისი გამოსვლის მონტაჟისთვის და უარყოფს ცილისწამების სარჩელს

ბრიტანეთის მაუწყებელმა, BBC-მ 13 ნოემბერს ბოდიში მოუხადა -ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მისი გამოსვლის მონტაჟისთვის, რის შემდეგაც ჩანაწერიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ტრამპი ძალადობას უჭერდა მხარს. თუმცა მედია საშუალებამ, ამასთან, უარყო -ის პრეზიდენტის მიერ კომპენსაციის მოთხოვნა.
მაუწყებელმა ასევე განაცხადა, რომ პროგრამას აღარ აჩვენებს.

„მიუხედავად იმისა, რომ BBC გულწრფელად ნანობს, როგორ მოხდა ვიდეოკლიპის დამონტაჟება, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ცილისწამების საჩივრის საფუძველს” – განაცხადა BBC-მ.

ტრამპი BBC-ის წინააღმდეგ სარჩელის შეტანით დაემუქრა 2021 წელს კაპიტოლიუმის შენობაზე მისი მხარდამჭერების იერიშის დროს წარმოთქმული სიტყვის დამონტაჟების გამო.

კვირას გაგზავნილ წერილში, როგორც Reuters-ი იტყობინებოდა, პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ BBC-მ თავისი დოკუმენტური ფილმი 14 ნოემბრამდე უნდა მოხსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სასამართლოში უჩივლებენ და „არანაკლებ“ ერთი მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას მოსთხოვენ.

BBC-ის მმართველმა და საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელმა 9 ნოემბერს თანამდებობები დატოვეს. გადადგომის მიზეზი ბრიტანული მაუწყებლის მიმართ კრიტიკა იყო ტრამპის სიტყვით გამოსვლის შესახებ ფილმის მონტაჟის გამო. BBC-ის მთავარმა დოკუმენტურმა პროგრამა Panorama-მ, ტრამპის გამოსვლის ორი ნაწილი ერთად დაამონტაჟა და ისე წარმოჩნდა, რომ 2021 წლის იანვარში ის კაპიტოლიუმის ბორცვზე არეულობებს აქეზებდა.

ფორუმი