თბილისში, მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა

თბილისში, მეტეხის ხიდზე 100 000 მოწამის ხსენების დღე აღინიშნა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მეტეხის ხიდზე პარაკლისი გადაიხადა და იქადაგა.
მეტეხის ხიდზე მრევლი ტრადიციულად, ყოველ წელს, საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება და ერთობლივი ლოცვით პატივს მიაგებს გმირ წინაპრებს.
ისტორიული ცნობების მიხედვით, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი არმიით თბილისს შეესია და ქალაქი დაიპყრო, სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა, იქ საკუთარი ტახტი დაადგმევინა, შემდეგ ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები გამოატანინა, მეტეხის ხიდზე დაასვენებინა და თბილისელებს მათი შეურაცხყოფა უბრძანა. ვინც უარს იტყოდა, თავის მოკვეთა ემუქრებოდა. მაგრამ არცერთი თბილისელი არ შეუშინდა სიკვდილს, არცერთმა მათგანმა არ შეურაცხყო წმინდა ხატები.
“ქართლის ცხოვრების” მიხედვით, იმ დღეს მონღოლებმა ასი ათას ქართველს მოჰკვეთეს თავი და მათი გვამები მდინარე მტკვარში ჩაყარეს. როგორც მემატიანე მოგვითხრობს, მტკვარი რამდენიმე დღის განმავლობაში სისხლით შეღებილი მოდიოდა. 100 000 მოწამე შეუერთდა იმ დღეს წმინდანთა დასს, ზეციურ საქართველოს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე – „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა – ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

მასიჰ ალინეჯადი: ხამენეის დაკრძალვაზე მიწვეულთა სია ფაქტობრივად მსოფლიოს ყველაზე ძებნილთა სია იყო – თალიბანი, ჰეზბოლა, ჰამასის მოკავშირეები და რამდენიმე უმნიშვნელო პრეზიდენტი, რომელთა შესახებ თითქმის არავის სმენია