ქართული ოცნების მხარდამჭერი, ლიკა გამრეკელი:
ჩემზე და პარტია “ქართულ ოცნებაზე” რომ საუბრობთ ზოგიერთები.
ეს გოგო (ანუ მე) თქვენთვის (ოცნებისთვის) მიუღებელ სტატუსებს წერს თურმეუკაცრავად და ქართულ ოცნებაში როდის მოხვდით???როდის გადახვედით ნაცებიდან ოცნებაში? კუთხეში დასჯილი ბავშვები როდის გათამამდით?მე გეტყვით მე როდის მოვხვდი და სად. ქართული ოცნება სანამ პარტიად ჩამოყალიბდებოდა შედგა ორგანიზაცია “ქართული ოცნება” რისი პრეზენტაციას გაიმართა ფილარმონიაში) მაშინ ბატონ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ართმევდნენ (თუ გახსოვთ) და ორგანიზაცია ქართული ოცნების პრეზენტაციის ორგანიზებაში ვიყავით ჩართულები ყველაზე აქტიური ახალგაზრდები. ჩვენ, ჩვენი არასამთავრობოთი ყველა მეტი ახალგაზრდა ჩავრთეთ (არ მომცემს არავინ ტყუილის თქმის უფლებას) და ვიყავი ერთ-ერთი ბოლო ვინც გამოვიდა ღამის 3-4 საათზე ფილარმონიიდან ყველაფრის დალაგების მერე ))მანამდე ღონისძიებაზე ჩემი ორგანიზატორის ბეიჯით ძლივს შემოვიყვანე ეხლანდელი თუ ძველი პარლამენტარ-მთავრობის წევრები!ეხლა იმ დროიდან სამწუხაროდ თითო-ოროლა შემორჩა “ქართულ ოცნებას”, ხოდა ეხლა მაინტერესებს თქვენ გუშინ გამოჩეკილო პარტიულებო ჩემზე მეტად გიყვართ და გტკივათ???
მეგობრობა რომ არ იცით ეგ ვიცი, კაცო.ერთგულების დაფასება რომ საერთოდ სხვა ხილია თქვენთვის ეგეც ვიცი მაგრამ აი კბილები დასაჭერად რომ არის ეგ უნდა ისწავლოთ, იმიტომ რომ მე, პირი რომ გამეღო, აქამდე ალბათ ბევრი ვერ მოხვიდოდით.




