კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან 11 წელი გავიდა (ვიდეო)

დღეს ზუსტად 11 წელი გავიდა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებიდან. კაცის, რომელმაც წარუშლელი და ფასდაუდებელი კვალი დატოვა არამხოლოდ საქართველოს ეკონომიკის, განათლებისა და მეცნიერების, არამედ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს ისტორიაშიც. 2004 წლიდან მის მიერ განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანა კორუფციისგან გათავისუფლებული, ეკონომიკურად გამჭვირვალე და სწრაფად მზარდ სახელმწიფოდ აქცია. გაუქმდა ათეულობით ლიცენზია, შემცირდა ბიუროკრატია, დაიწია გადასახადები და საქართველო იქცა რეგიონში თავისუფალი ბაზრის მოდელად. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბენდუქიძემ ენერგია განათლებას მიუძღვნა. დააფუძნა ცოდნის ფონდი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და აგრარული უნივერსიტეტი -ის სივრცეები, სადაც იზრდებიან და ვითარდებიან თავისუფალი, პროგრესულად მოაზროვნე პროფესიონალები და უპირველესად მოქალაქეები…