ბაიდენმა კანონმდებლები შეხვედრაზე მიიწვია, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის განსახილველად

-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის ლიდერები მიიწვია თეთრ სახლში შეხვედრაზე, რომელიც 17 იანვარს უნდა გაიმართოს, უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაგრძელების საკითხზე – აცხადებს თეთრი სახლი იმ ფონზე, როცა უკრაინის პრეზიდენტმა, მ დავოსში დასავლეთს ერთიანობისკენ მოუწოდა უკრაინის მხარდაჭერის პროცესში.
ბაიდენმა მიიწვია წარმომადგენელთა პალატისა და სენატის ლიდერები, რათა “განხილულ იქნეს ეროვნული უსაფრთხოების დამატებითი თხოვნის კრიტიკული მნიშვნელობა” – უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს 16 იანვარს. მისი თქმით, შეხვედრაზე ბაიდენი ხაზს გაუსვამს რაოდენ მნიშვნელოვანია ამ პროცესის განხორციელება.
უკრაინისთვის დახმარების სახით 60 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ ბაიდენის თხოვნა კონგრესშია გაჩერებული, იმ ფონზე, როცა კანონმდებლები მსჯელობენ შეთანხმებაზე, რომელიც ამ თანხის გაცემას დაუკავშირებს -ის საზღვრის უსაფრთხოებას. აშშ სექტემბრიდან ვერ ახერხებს შეთანხმებას ახალი დახმარების საკითხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით