ირანული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალებმა, სავარაუდოდ, დასავლეთ პაკისტანში ბელუჯისტანის ტერორისტული დაჯგუფების “ჯაიშ ალ-ადლის” პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ირანული მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, ირანმა ბელუჯისტანის ტერორისტების ორ სამხედრო ბაზაზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. მოგვიანებით სამთავრობო მედიამ აღნიშნული ცნობები ახსნის გარეშე აიღო.
ჯაიშ ალ-ადლი სუნიტური პაკისტანში, ირანის საზღვართან მოქმედი დაჯგუფებაა, რომელიც ახალ ზელანდიას, აშშ-ს, ირანსა და იაპონიას ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი.
მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თქმით, ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში “ისრაელის ჯაშუშების შტაბზე” იერიში მიიტანეს, ხოლო სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებსაც დაარტყეს. გავრცელებული განცხადებით, ირანმა ერაყში იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა.