თიბისი, როგორც ტექნოლოგიური ორგანიზაცია, მომხმარებლებს მუდმივად სთავაზობს ინოვაციურ პროდუქტებს მათი ყოველდღიურობის გასამარტივებლად. ამჯერად, საქართველოს ბაზარზე პირველმა, მობაილბანკში ახალი ფუნქციონალი — “პინის შეცვლა”, დანერგა.
ბარათებზე სასურველი პინის დასაყენებლად თიბისის მომხმარებლებს უკვე ახლომდებარე ბანკომატების ძიება აღარ სჭირდებათ – ამას სულ რამდენიმე წამში, მობაილბანკიდან შეძლებენ.
რაც მთავარია, მობაილბანკში პინის შესაცვლელად ძველი პინის გახსენება აღარ არის საჭირო და მომხმარებლები თავად აირჩევენ რა პინის დაყენება სურთ.
მობაილბანკიდან პინის დაყენების პროცესი რამდენიმე მარტივი ნაბიჯისგან შედგება: ბარათის მთავარ გვერდზე აირჩევთ პინის შეცვლას, შეიყვანთ ახალ პინს, გაიმეორებთ მას, დაადასტურებთ ცვლილებას და ახალი პინი გააქტიურდება.
იმისთვის, რომ ახალი ფუნქციონალით ისარგებლოთ, განაახლეთ მობაილბანკის აპლიკაცია App Store-დან ან Play Store-დან.
გადმოწერეთ მობაილბანკი და გაიმარტივეთ ყოველდღიური საბანკო ოპერაციები.
· ეკონომიკა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე რეგისტრაციამ 100,000-ს გადააჭარბა საქართველოს ბანკის ბიზნესკურსების პლატფორმაზე რეგისტრაციამ 100,000-ს გადააჭარბა
· ეკონომიკა ქალი ლიდერები IT სფეროში — გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია ქალი ლიდერები IT სფეროში — გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია
· ეკონომიკა AI სტიპენდია ქალებისთვის — საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივ პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო AI სტიპენდია ქალებისთვის — საქართველოს ბანკის, მასტერქარდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ერთობლივ პროექტზე განაცხადების მიღება დაიწყო
· ეკონომიკა საქართველოში კრიპტო & ბლოკჩეინ ეკოსისტემის გასაძლიერებლად ასოციაცია დაფუძნდა საქართველოში კრიპტო & ბლოკჩეინ ეკოსისტემის გასაძლიერებლად ასოციაცია დაფუძნდა
· გადახედვა პოლიტიკა საგარეო უწყება: შეშფოთება გამოითქვა სოხუმში აეროპორტის ამუშავებაზე, რეგულარული ავიარეისების დაწყებაზე, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედებაზე საგარეო უწყება: შეშფოთება გამოითქვა სოხუმში აეროპორტის ამუშავებაზე, რეგულარული ავიარეისების დაწყებაზე, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედებაზე




