რა შუაშია არაბიზაცია? ქრისტიანობაში ნაციონალობა არ არსებობს, ქრისტეს არასოდეს უხსენებია არც ებრაელი, არც რომაელი. არაბი ქრისტიანი იყო აბო ტფილელი, შეიძლება ის (არაბი ინვესტორი) აბოზე უკეთესი გახდეს, შენ რა იცი? 40 000 ყივჩაში ჩამოიყვანა დავით აღმაშენებელმა. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ქართველობას წაგვართმევს. საქართველო და ქართველობა სულიერი მდგომარეობაა. ნაციონალობა და არაბიზაცია რა შუაშია? ნაციონალობა რა შუაშია, თუ კაცი გულით ქრისტეს ატარებს? შეიძლება ამანაც (არაბმა ინვესტორმაც) ატაროს გულით ქრისტე, შენ რა იცი, ვინ რას ატარებს?




