“სოხუმთან და ცხინვალთან თბილისის შეთანხმება შერიგების რიტორიკის პრაქტიკული ნაბიჯი იქნებოდა”

მოსკოვი თბილისის მხრიდან ვკლავ ითხოვს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არგამოყენების შეთანხმების გაფორმებას, როგორც შერიგების რიტორიკის პრაქტიკულ განხორციელებას.

1-12 ნოემბერს ჟენევაში ჩატარდა სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების 65-ე რაუნდი, სადაც მონაწილეობდნენ დე ფაქტო ს რესპუბლიკის, საქართველოს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის, ს ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლები. დისკუსიებს თანათავმჯდომარეობდნენ გაერო, ეუთო და ევროკავშირი. ს დელეგაციას ხელმძღვანელობდა გაეროს ოფისთან რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გენადი გატილოვი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „მონაწილეებმა დაადასტურეს მოლაპარაკებების ფორმატის გაგრძელების აუცილებლობა. დღევანდელ ეტაპზე ეს დისკუსიები წარმოადგენს ერთადერთ მრავალმხრივ მოლაპარაკების პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სოხუმსა და ცხინვალს შორის პირდაპირ დიალოგს თბილისთან პოსტკონფლიქტური ურთიერთობების აღდგენის მიზნით.“

მოსკოვის შეფასებით, პრიორიტეტული მიზანი კვლავ რჩება სა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფა  ძალის არგამოყენების შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებით.

„ამგვარი შეთანხმების ხელმოწერა იქნებოდა თბილისის მხრიდან შერიგების რიტორიკის პრაქტიკული განხორციელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყებამ აღნიშნა, რომ დოკუმენტის მიღების აუცილებლობა განსაკუთრებით აქტუალურია „გარე ძალების მხრიდან საქართველოს მოწოდებების ფონზე სამხედრო გზით “დაკარგული რეგიონების დაბრუნებისკენ” და ნატოს გეგმების გამო, რომლებიც ამ ქვეყნის დასაკუთრებისკენაა მიმართული.“