ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა უცვლელად დატოვა

ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, შედეგად, საშუალოვადიანი რეფინანსირების განაკვეთი ისევ 2.5 პროცენტზე დარჩა.
აქამდე ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების სტრატეგიაზე იყო გადართული, თუმცა ამჯერად მარეგულირებელმა ორგანომ შედარებით კონსერვატიული მიდგომა აირჩია.
ეს გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ისინი განაკვეთის დამატებით შემცირებას და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას მოელოდნენ, რადგან ქვეყანა დეფლაციის რისკის წინაშე დგას. შეგახსენებთ, რომ ამჟამად ჩინეთში ინფლაციის დონე მინუს 0.3%-ს შეადგენს, ანუ ტექნიკურად ქვეყანაში დეფლაციაა, ეს კი ჩინეთის მსგავსი ეკონომიკისათვის მიუღებელია.