რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ

რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ
მარკო რუბიოს განცხადება კარგად აჩვენებს, როგორ გასცდნენ ე.წ. ევრობიუროკრატები თავიანთ უფლებამოსილებას, ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი მენტორული ტონით ესაუბრებიან, აკრიტიკებენ მის უსაფრთხოების პოლიტიკას და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში სდებენ ბრალს – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისივე შეფასებით, ევრობიუროკრატები იმავე ტონით საუბრობენ თბილისზე, როგორც ახლა ამერიკაზე. ისინი თავს უფლებას აძლევენ შეაფასონ, დაარიგონ და ზოგჯერ დაბლოკონ ქვეყნის შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებები, თითქოს საქართველოს სუვერენიტეტი ფორმალურია.
„მარკო რუბიოს განცხადება კარგად აჩვენებს, როგორ გასცდნენ ე.წ. ევრობიუროკრატები თავიანთ უფლებამოსილებას, ისინი ისე შორს წავიდნენ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც კი მენტორული ტონით ესაუბრებიან, აკრიტიკებენ მის უსაფრთხოების პოლიტიკას და მას საერთაშორისო სამართლის დარღვევაში სდებენ ბრალს. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ იქცა ბრიუსელი ზედმეტად დომინანტურ და მორალურად გადამწყვეტ ცენტრად, რომელიც საკუთარი ინტერესების გასატარებლად სხვათა საქმეებში ჩარევას ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნევს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ იგივე მიდგომა ვლინდება საქართველოს მიმართაც. ევრობიუროკრატები იმავე ტონით საუბრობენ თბილისზე, როგორც ახლა ამერიკაზე. ისინი თავს უფლებას აძლევენ შეაფასონ, დაარიგონ და ზოგჯერ დაბლოკონ ქვეყნის შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებები, თითქოს საქართველოს სუვერენიტეტი ფორმალურია. სინამდვილეში, საქართველო ევროკავშირისგან იმავე უსამართლო მოპყრობას განიცდის, რასაც ახლა ვაშინგტონი დაუპირისპირდა, ორმაგი სტანდარტებითა და მიკერძოებული შეფასებებით. როდესაც საქმე ეხება დიდ სახელმწიფოებს, ევროკავშირის კრიტიკა მოჩვენებითია და უვნებელი, მაგრამ პატარა ქვეყნებთან მიმართებაში, მით უფრო პოსტსაბჭოთა სივრცეში ხშირად გადადის ზეწოლასა და მუქარაში. რუბიოს პოზიცია მნიშვნელოვანი სიგნალია საქართველოსთვის, სუვერენული გადაწყვეტილებები არ შეიძლება გარედან მოწმდებოდეს, არც ბრიუსელის და არც სხვა ნებისმიერ ქალაქის მიერ!“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა