მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დროულ შეუტყობინებლობაზე ჯარიმა გაიზრდება

გარკვეულ მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებზე მომხდარი ავარიის ან უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დროულ შეუტყობინებლობაზე საჯარიმო თანხები გაიზრდება.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
პროექტის თანახმად, ობიექტის მფლობელის მიერ ბუნებრივ გამოქვაბულში ან მღვიმეში, სადაც ადამიანთა ორგანიზებული დაშვება ხდება, ასევე ამწე მოწყობილობაზე, ლიფტზე, ესკალატორზე მომხდარი ავარიის/უბედური შემთხვევის შესახებ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთვის დაუყოვნებლივ – 24 საათის განმავლობაში შეუტყობინებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
იმ შემთხვევაში კი, თუ ზედამხედველობის სააგენტოსთვის შეტყობინება 72 საათის განმავლობაში არ მოხდება, ობიექტის მფლობელი 400 ლარით დაჯარიმდება.
დღეს არსებული კანონით, სააგენტოსთვის შეუტყობინებლობა 50 და 100 ლარით ჯარიმდება.
ცვლილებები “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ხორციელდება. კანონის პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ