Reuters – სამხრეთ კორეაში მსუბუქი სატვირთო ავტომობილი ბაზარში შევარდა – დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი

სამხრეთ კორეაში მსუბუქი სატვირთო ავტომობილი ბაზარში შევარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შემთხვევა ქალაქ პუჩონში მდებარე ბაზარში მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო Yonhap-ის ინფორმაციით, ორი ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. მათ მომხდარის შემდეგ გული გაუჩერდათ.
პოლიციაში განაცხადეს, რომ შემთხვევის შემდეგ სატვირთოს მძღოლი დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს. ასევე, მათივე თქმით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა.
სატვირთოს მძღოლმა შემთხვევის მიზეზად მანქანის უეცარი აჩქარება დაასახელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში