შოთა თუთბერიძე პაატა ბურჭულაძის საქმეზე – შეგვატყობინეს, რომ ბრალის დაზუსტება სურთ, მიზანს ვერ ვხედავ დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში – პოლიტიკური ანგარიშსწორება გადადის შურისძიების ახალ ეტაპზე

პოლიტიკური ანგარიშსწორება გადადის შურისძიების ახალ ეტაპზე – მიზანს ვერ ვხედავ ბრალის დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში მოცემული,- ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროკურატურამ შეატყობინა, რომ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პაატა ბურჭულაძისთვის ბრალის დაზუსტება უნდოდათ.
„პოლიტიკური ანგარიშსწორება შედის შურისძიების ახალ ეტაპზე. ვერავითარ ინდიკატორს ვერ ვხედავ, რომ ეს ეტაპი იქნება უფრო მსუბუქი, ვიდრე ეს იყო წინა ეტაპზე, პირიქით მგონია, რომ რეპრესიების ახალი ტალღა არის მოსალოდნელი ქვეყანაში.
გუშინ გვიან შეგვატყობინეს, რომ ბრალის დაზუსტება სურთ, რა მიზნითაც მოვედით ბრალდებულებისა და პოლიტიკური პატიმრების სანახავად და ბრალის ახალი ფორმულირების გასაცნობად. შინაარსი უცნობია, შესაძლებელია ეს ტექნიკური ხასიათის ან შინაარსობრივი ცვლილება იყოს. ორივე მოსალოდნელია. მიზანს ვერ ვხედავ ბრალის დამძიმების, ისედაც აბსურდული მუხლებია ბრალში მოცემული და არ მგონია, რომ სხვა მოცემულობა დაგვხვდეს.
პროკურატურის წარმომადგენლები უკვე შესულები არიან და მეც შევდივარ”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
ცნობისთვის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს სა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ს ბრალდება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.