ს ადვოკატი – პოლიტიკური დევნის ახალ ფაზაშია რეჟიმი შესული და ახლა უკვე ზვიგენთან „სელფის“ გადაღების საქმე წამოიწყეს

არანაირი ინფორმაცია კლინიკას უშუალოდ არც სთვის, არც ადვოკატებისთვის და ოჯახისთვის არ მიუწოდებიათ. არც პენიტენციურ სამსახურს წინასწარი ინფორმაცია არ მოუწოდებია ჩვენთვის, რომ ეს ღონისძიება იგეგმებოდა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, ეს მოულოდნელი არ არის, იმ თვალსაზრისით, რომ „ისინი ყველანაირ რეპრესიაზე წავლენ“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური დევნის ახალ ფაზაშია რეჟიმი შესული და ახლა უკვე ზვიგენთან „სელფის“ გადაღების საქმე წამოიწყეს. პროკურატურამ მტრულ სახელმწიფოდ გამოაცხადა და საქართველოს რეალურად მეგობარი ქვეყნები, შესაბამისად, არცერთი შემდგომი ნაბიჯი, მათ შორის ეს რაც განახორციელეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენთვის მოულოდნელი არ არის, იმ თვალსაზრისით, რომ კი, ისინი ყველანაირ რეპრესიაზე წავლენ.
წინასწარი გაფრთხილება არ ყოფილა. რაც შეეხება სამედიცინო მაჩვენებლებს, არანაირი ინფორმაცია კლინიკას უშუალოდ არც მიხეილ სააკაშვილისთვის, არც ადვოკატებისთვის და ოჯახისთვის არ მიუწოდებიათ. არც პენიტენციურ სამსახურს წინასწარი ინფორმაცია არ მოუწოდებია ჩვენთვის, რომ ეს ღონისძიება იგეგმებოდა. ექიმმა, თქვა, რომ სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ ვაცნობეთ და სამუშაო საათების ამოწურვის შემდეგ, განახორციელეს ეს ღონისძიება [გადაყვანის]. ეს ასე არ ხდება, წინასწარ რამდენიმე დღით ადრე ხდება ინფორმირება. ასეთი რამ კი არ მომხდარა.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ ყველა ვხედავდით, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, უკვე რამდენიმე წელია, კლინიკაში იმყოფებოდა, რადგან მისი კლინიკაში ყოფნის საჭიროება იყო”,- განაცხადა ბექა ბასილაიამ.
მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური პირდაპირ დავალებებს იღებს „ქართული ოცნებიდან“.
„მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მათ შორის, როდესაც თავის დროზე, როდესაც მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა, როცა გლდანის ციხეში, კლინიკაში გადაჰყავდათ. ეს ყველაფერი იგეგმება არა პენიტენციურ სამსახურში, არამედ ამასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახური პირდაპირ დავალებებს იღებს „ქართული ოცნებიდან“. შესაბამისად, თუ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორც აქამდე მიუღიათ და ვნახეთ როგორც მოეპყრნენ საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, ეს რისკებს გაზრდის.
კლინიკაში იყო როდესაც ბოლოს ვნახე და გამოიყურებოდა ისე, როგორც მას სატელევიზიო ჩართვებისას ვხედავდით, სასამართლო პროცესებზე“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, 12 ნოემბერს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ N12 პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც საერთო წესით გააგრძელებს სასჯელის მოხდას. პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის „ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მას აღარ ესაჭიროება სტაციონარული მკურნალობა“, კლინიკიდან გამოწერეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული