ვაშინგტონმა პრაქტიკულად ამოწურა მოსკოვზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი – ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ამერიკამ პრაქტიკულად ამოწურა მოსკოვზე ზეწოლის ყველა ინსტრუმენტი.
„აღარ დაგვრჩა ბევრი სანქცია ჩვენი მხრიდან. ჩვენ დავასანქცირეთ ძირითადი სანავთობო კომპანიები, რასაც ყველა ითხოვდა. თვალნათელია, რომ ეს უნდა შესრულდეს. გავა დრო და ამას [რუსეთი] იგრძნობს. არ ვიცი, კიდევ რის გაკეთება შეიძლება“, – განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.
ჟურნალისტებმა აგრეთვე რუბიოს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის დასანქცირებაზეც ჰკითხეს.
„რაც შეეხება „ჩრდილოვან ფლოტს“, ეს უფრო სანქციების აღსრულების საკითხია და, ცხადია, სანქციები უნდა აღსრულდეს. ჩვენ სანქციებს მხოლოდ იმისთვის არ ვაწესებთ, რომ მოგვიანებით არ გამოვიყენოთ. ჩვენ მათი აღსრულებითაც დაინტერესებული ვართ. ასე რომ, ეს უფრო კონტროლის საკითხია“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ არსებობს რაღაცები, რის გაკეთებაც ევროპელებსაც შეუძლიათ, ვინაიდან „ჩრდილოვან ფლოტთან“ დაკავშირებული ამბები მათთან ახლოს ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა