რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვა კვლავ შესაძლებელია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის ბუდაპეშტში შეხვედრის გამართვა კვლავ შესაძლებელია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„ბუდაპეშტის სამიტის ჩატარება კვლავ შესაძლებელია, რატომაც არა?“ – განაცხადა უშაკოვმა.
უშაკოვს -ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სამიტის ჩატარების სავარაუდო თარიღი არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრისას უნგრეთში შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრა გააუქმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”