მარკო რუბიო ს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ შეკითხვაზე – აღარაფერი დარჩა, რისი დასანქცირებაც შეიძლება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თვალსაზრისით -მა თავისი პოტენციალი ამოწურა, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მარკო რუბიომ ს წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების შესახებ დასმულ შეკითხვაზე უპასუხა, რომ „აღარაფერი დარჩა, რისი დასანქცირებაც შეიძლება“.
„ჩვენ მათ უმსხვილეს ნავთობკომპანიებს სანქციები დავუწესეთ. ყველა ზუსტად ამას ითხოვდა“, – განაცხადა რუბიომ.
ასევე, შეკითხვაზე, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთს მშვიდობის მიღწევა, რუბიომ უპასუხა, რომ „ამის განსაზღვრა მხოლოდ მოქმედებებით შეიძლება“.
„მოსკოვმა ნათლად განაცხადა, რომ მათ დონეცკის ოლქის დარჩენილი ნაწილის დაკავება სურთ. მსგავსი მოთხოვნა კი უკრაინული მხარისთვის მიუღებელია“, – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ