SoftBank-ის აქციები Nvidia-ში წილის გაყიდვის შემდეგ დაეცა

SoftBank-ის აქციები Nvidia-ში წილის გაყიდვის შემდეგ დაეცა
იაპონური საინვესტიციო ჯგუფის SoftBank-ის (9984.T) აქციების ფასი სამშაბათს 10%-ით დაეცა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ $5,8 მილიარდად გაყიდა თავისი წილი Nvidia-ში. ანალიტიკოსების აზრით, ეს ცვლილება კომპანიის მზარდ ფინანსურ მოთხოვნილებებს აჩვენებს, რომლებიც OpenAI-ში და სხვა ინვესტიციებში “all-in” სტილის ფსონების დადებასთანაა დაკავშირებული.
ამ დროისთვის, იაპონიურ კონგლომერატს დაახლოებით $22,5 მილიარდის დამატებითი ინვესტიციის დაფინანსება სჭირდება OpenAI-ში, გარდა ამისა, SoftBank გეგმავს, რომ $6,5 მილიარდად იყიდოს ჩიპმწარმოებელი კომპანია Ampere-ს და $5,4 მილიარდის ინვესტიცია ჩადოს შვეიცარიულ ABB-ში რომელიც რობოტექნიკის მოწინავე კომპანიაა.