შევხვდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას და “დიდი შვიდეულიდან” კოლეგებს, რათა უკრაინის თავდაცვის გაძლიერების გზები განგვეხილა და ამ სისხლიანი კონფლიქტის დასასრული გვეპოვა , – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
“შევხვდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას და “დიდი შვიდეულის” ჩემს კოლეგებს, რათა უკრაინის თავდაცვის გაძლიერების გზები განგვეხილა და ამ სისხლიანი კონფლიქტის დასასრული გვეპოვა.
შეერთებული შტატები ურყევად აგრძელებს პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა წაახალისოს რუსეთი, რომ დიპლომატიას გაყვეს და პირდაპირ ჩაერთოს უკრაინასთან მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად”, – წერს რუბიო.




