“[ივანიშვილის] ყველაზე დიდი პრობლემა არის ლეგიტიმაცია, მისი ყველაზე დიდი პრობლემა არის სანქციები… სააკაშვილი ციხეში -სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან სავაჭროდ გადაიყვანეს” (ვიდეო)

“სააკაშვილი ციხეში -სთან და საერთაშორისო პარტნიორებთან სავაჭროდ გადაიყვანეს” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ს მთავარი პრობლემები ლეგიტიმაციის არ ქონა, საერთაშორისო სანქციები და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ პატიმრებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, შეერთებულ შტატებთან და ევროპულ სახელმწიფოებთან სავაჭროდ გამოიყენებს.

იმისთვის, რომ ივაჭროს, ს გადაყვანა ახლა რუსთავის ციხეში სხვა არაფერია, გარდა იმისა და შიშთან არის ეს დაკავშირებული, რა თქმა უნდა, რომ ივაჭროს აშშ-სთან და ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტი მას [ბიძინა ივანიშვილს] რაც აქვს, ეს არის მიხეილ სააკაშვილი… ჩვენ ხომ ვნახეთ 3 -წლიანი გამოცდილება, მაგას ესე სჩვევია, ახლა მძევლებს აიყვანს, ამ პოლიტიკურ პატიმრებს, რომლებიც რეალურად მძევლები არიან და მძევალია მისი და შემდეგ უკვე ის ივაჭრებს ყველასთან. 

[ივანიშვილის] ყველაზე დიდი პრობლემა არის ლეგიტიმაცია, მისი ყველაზე დიდი პრობლემა არის სანქციები, მისი ყველაზე დიდი პრობლემა ასევე არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი დგას რეალურად და ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მას ეშინია, რომ საქართველოს მოქალაქეებში შეიძლება გამოიწვიოს ის მოვლენები რაც იყო ნოემბერ-დეკემბერში.

ამიტომ, ბევრი პრობლემა აქვს რეჟიმს, მას არ ელაპარაკება არც აშშ, არ ელაპ-არაკებიან საერთაშორისო პარტნიორები, არ აღიარებენ მას და ეუბნებიან, რომ თუ დემოკრატიულ გზას არ დაადგები არ გაღიარებთ, არ ვიკონტაქტებთ შენთან.

ეს არ აპირებს რომ დემოკრატიულ გზას დაადგეს, რეჟიმია. რა უნდა გააკეთოს? – ის, რასაც აკეთებს ლუკაშენკო. რას აკეთებს ლუკაშენკო? – ასე აჰყავს პოლიტიკური მძევლები ოპოზიციის და შემდეგ უკვე ამით ვაჭრობს აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან. შემდეგ უკვე რაღაცაში გაუცვლის, რა იქნება ეს რაღაცა რაშიც შეიძლება მან პოლიტიკური პატიმრები გაცვალოს, ამას ჩვენ დრო გვანახებს,” – განაცხადა ანა წითლიძემ. 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს.