“როგორც მეუბნებიან, ეს კორპუსი ეკუთვნის ბათუმელ დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილს, რომლის ნებართვით გაიხსნა რესტორანი კორპუსის პირველ სართულზე, ბათუმში, ეზობლების ნებართვის გარეშე” (ვიდეო)

 “როგორც მეუბნებიან, ეს კორპუსი ეკუთვნის ბათუმელ დეპუტატ ირაკლი ჭეიშვილს, რომლის ნებართვით გაიხსნა რესტორანი კორპუსის პირველ სართულზე, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მეზობლების ნებართვის გარეშე.
ყოველ დღეს ეზოში ხდება ჩხუბი და საქმის გარჩევა. ჭეიშვილი არ პასუხობს ზარებსო.
გუშინ იქეიფეს მისმა ახლობლებმა რესტორანშიო, პიროტექნიკა ისროლესო და მოახვერდრეს სახლსო” | წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.