FT: ბრიტანეთის პრემიერის მრჩეველი კრემლთან კონტაქტის დამყარებას ცდილობდა

მიმდინარე წლის დამდეგს ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯონათან პაუელმა სცადა ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უახლოეს წრესთან არაფორმალური კომუნიკაციის არხის დამყარება, იტყობინება ბრიტანული გაზეთი Financial Times წყაროებზე დაყრდნობით.
გაზეთის წყაროების ცნობით, პაუელმა ამ წლის დასაწყისში პუტინის საგარეო პოლიტიკის თანაშემწეს, იური უშაკოვს დაურეკა. ბრიტანელი მრჩევლის ქმედებები, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო უკრაინისა და ს მიმართ იმ პოლიტიკის შესახებ შეშფოთებასთან, რომელიც გატარდებოდა -ის პრეზიდენტ ს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.
ბრიტანეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ პაუელის ქმედებები კოორდინირებული იყო. გარდა ამისა, FT-თან საუბრისას ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, ლონდონის ინიციატივას მხარი დაუჭირა რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ. თუმცა, გაზეთი აღნიშნავს, რომ უშაკოვთან პაუელის სატელეფონო საუბარი იზოლირებული ინციდენტი იყო და პუტინის უახლოეს წრესთან კომუნიკაციის სტაბილური არხის დამყარება ვერ მოხერხდა. BBC აღნიშნავს, რომ წყაროების თანახმად, საუბარი „კარგად არ წარიმართა“.
კრემლმა დაადასტურა, რომ ასეთი საუბარი შედგა, თუმცა, კრემლის პრესმდივნის, ს თქმით, „დიალოგი არ გაგრძელებულა“. პესკოვმა განაცხადა, რომ პაუელი ცდილობდა უშაკოვისთვის და მისი მეშვეობით პუტინისთვის უკრაინის ომთან დაკავშირებით ევროპული ქვეყნების პოზიციის გადაცემას, თუმცა ბრიტანულ მხარეს „არ ჰქონდა არანაირი განზრახვა ან სურვილი“, მოესმინა რუსული პოზიცია.
რუსეთის ხელისუფლება მკაცრად აკრიტიკებს ლონდონს და ადანაშაულებს მას უკრაინის პირდაპირ მხარდაჭერაში, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების წარმოებაში. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერია და საფრანგეთთან ერთად წელს ჩამოყალიბდა ე.წ. მსურველთა კოალიციის ბირთვი – ქვეყნებისა, რომლებიც არ გამორიცხავენ თავიანთი კონტინგენტების გაგზავნას ში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. -ის ადმინისტრაციასთან კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ცდილობს გავლენა მოახდინოს ს პოზიციაზე უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, როგორც ამას მრავალი მედიასაშუალება იტყობინება. უკრაინის პრეზიდენტმა მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-მ ხელი შეუწყო იმას, რომ ტრამპმა პოზიცია შეიცვალა და რუსეთის მიმართ უფრო კრიტიკული გახდა.
ფორუმი