“სომხეთი რუსული ხორბლის ყიდვაზე უარს არ ამბობს, მაგრამ სხვა შემოთავაზებებსაც განიხილავს”

სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა არ აპირებს უარი თქვას დან ხორბლის იმპორტზე, თუმცა მზად არის, სხვა ქვეყნებისა და მომწოდებლების შეთავაზებებიც განიხილოს. ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტში, მთავრობის საათის ფარგლებში ისაუბრა. წერს არმენპრესი.
„სომხეთი არასდროს იტყვის უარს დან ხორბლის შესყიდვაზე, არასდროს, ამას ოფიციალურად ვაცხადებ. მაგრამ სომხეთი ასევე არასდროს იტყვის უარს იმაზე, რომ დაინახოს, რა არის ბაზარზე, ვინ ყიდის ხორბალს და რა შემოთავაზებები არსებობს”.
პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთს სხვა ქვეყნებისგანაც აქვს შემოთავაზებები, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერევანმა ხორბალი ყაზახეთიდან შეიძინა.
„როცა სხვა გამყიდველებმა ნახეს, რომ სომხეთმა ყაზახეთიდან იყიდა ხორბალი, იკითხეს, ჩვენი შემოთავაზება ხომ არ გაინტერესებთ? ჩვენ ვკითხულობთ ფასს: თუ საინტერესო იქნება, დავინტერესდებით, თუ არა, ვიტყვით, რომ არ არის საინტერესო. რა პრობლემაა? ნუთუ ხორბლის ყიდვა ქორწინებაა? ვერ ვიგებ. ჩვენ არავისთან მსგავსი ურთიერთობა არ გვქონია ხორბლით ვაჭრობაში“, – თქვა ფაშინიანმა.
საგარეო დაზვერვის სამსახურის (СВР) განცხადებებზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ეს სტრუქტურა 2022 წლის გაზაფხულზე ამბობდა, თითქოს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ესკალაცია გამორიცხული იყო, რადგან იქ კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია (ОДКБ) იმყოფებოდა.
„სჯობს, ამ კამათში საერთოდ არ შევიდეთ”.
მანამდე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, თითქოს სომხეთი პოლიტიკური მოტივებით ცდილობს მოსკოვისგან „დაშორებას“ და ს დახმარებას უწევს უკრაინული ხორბლის შეძენით უფრო მაღალ ფასად, რომლის სხვაობასაც, მათი ცნობით, ევროკავშირი აანაზღაურებს.
ფაშინიანმა ეს ინფორმაცია 11 ნოემბერს ჟურნალისტებთან საუბარში უკვე უარყო.
მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვა „არასოდეს ავრცელებს უსაფუძვლო ინფორმაციას“.