უკრაინისადმი დახმარებამ ევროკავშირის ბიუჯეტი არ უნდა დააზიანოს – ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა დღეს, 16 იანვარს, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინისთვის რუსეთთან საბრძოლველად გამოყოფილმა დახმარებამ ევროკავშირის ბიუჯეტი არ უნდა დააზიანოს.
“თუკი უკრაინის დახმარება გვსურს – რისი გაკეთებაც საჭიროდ მიმაჩნია – უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტს ზიანი არ მიადგეს”. – განაცხადა მან.
ორბანის თქმით, “ევროკავშირისგან 50 მილიარდი ევროს ოთხი წლის განმავლობაში წინასწარ გაცემა ევროკავშირის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დარღვევაა. არც კი ვიცით, წელიწადის მეოთხედში რა მოხდება”.
უნგრეთის პრემიერი ევროკავშირს სთავაზობს, უკრაინის დახმარება ბიუჯეტისგან განცალკევებულად მიიღოს. “თუკი ბრიუსელი ამას დათანხმდება, მაშინ უკრაინისთვის დახმარება, ბიუჯეტის გარეთ, იქნება. თუ – არა, მაშინ დავმწუხრდები, როცა ამ პროცესს შევაყოვნებ”. – ამბობს ორბანი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს