გერმანიაში სასამართლომ ChatGPT მუსიკოსების საავტორო უფლებების დამრღვევად მიიჩნია

მიუნხენის სასამართლომ ChatGPT საავტორო უფლებების დარღვევაში დამნაშავედ ცნო. მუსიკოსების ტექსტები ჩატბოტის სასწავლებლად მათი თანხმობის გარეშე გამოიყენეს – იუწყება Reuters.
სასამართლომ მხარი დაუჭირა გერმანული მუსიკალური საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაცია GEMA-ს პოზიციას, რომელმაც დეველოპერი ნამუშევრების ნებართვის გარეშე გამოყენებაში დაადანაშაულა. ორგანიზაციამ სარჩელი OpenAI-ს წინააღმდეგ 2024 წლის ნოემბერში შეიტანა.
სასამართლო პროცესი ცხრა ცნობილ გერმანულ ჰიტს ეხებოდა. მათ შორის იყო ჰერბერტ გრიონემიერის 1984 წლის კომპოზიცია „Männer“ და ჰელენე ფიშერის „Atemlos Durch die Nacht“, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანელი გულშემატკივრების არაოფიციალურ ჰიმნად იქცა.
სასამართლომ OpenAI-ს საავტორო უფლებებით დაცული მასალების უკანონო გამოყენებისთვის კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა. GEMA-ს იურიდიულმა მრჩეველმა კაი უელპმა აღნიშნა, რომ ორგანიზაცია გეგმავს კომპანიასთან საავტორო უფლებების მფლობელებისთვის კომპენსაციის მექანიზმზე მოლაპარაკებას.
ვრცლად snob.ru – ზე