ს პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მას წერილი გაუგზავნა და ს შეწყალება ოფიციალურად სთხოვა

დონალდ ტრამპმა ს პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა და ს შეწყალება ოფიციალურად სთხოვა, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩემთვის პატივია ამ ისტორიულ დროს მოგწეროთ, როდესაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ მშვიდობას, რომლის მიღწევასაც მსოფლიო სულ მცირე, 3000 წლის განმავლობაში ცდილობდა“, – ნათქვამია -ის პრეზიდენტის წერილში.
ს განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესი „პოლიტიკურად მოტივირებულია“.
„მოგიწოდებთ, სრულად შეიწყალოთ ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომელიც ომის პერიოდში ძლიერი პრემიერ-მინისტრი იყო და ახლა ისრაელს მშვიდობის დროს უძღვება“, – წერს .
ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე სასამართლო პროცესი 2020 წლიდან მიმდინარეობს. ნეთანიაჰუს ბრალად ქრთამის აღება, თაღლითობა და ნდობის ბოროტად გამოყენება ედება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ თვლის.