აფგან სადიგოვს ამჯერად 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

დღეს, 2025 წლის 19-21 ოქტომბერს გზის გადაკეტვის საქმეზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტს აფგან სადიგოვს ამჯერად 7 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
სადიგოვის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის განმარტებით, 2025 წლის 22 ოქტომბერს, როდესაც -მ აფგან სადიგოვი დააკავა და ადმინისტრაციული საქმის განხილვის მიზნით სასამართლოს მიმართა, უწყებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ სადიგოვი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 19-21 ოქტომბერსაც იმყოფებოდა და გზის სავალ ნაწილზე იდგა.
“ეს ფაქტი თავად -ს მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი საქმის მასალებით დასტურდება. მიუხედავად ამისა, შსს-მ პირველ ეტაპზე მხოლოდ 18 ოქტომბრის ფაქტის განხილვა მოითხოვა, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც სადიგოვი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და ის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, უწყებამ კვლავ მიმართა სასამართლოს. ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ შსს-მ განზრახ არ მიმართა სასამართლოს დანარჩენ დღეებთან დაკავშირებით, რათა სასამართლოს ორჯერ ჰქონოდა შესაძლებლობა აფგან სადიგოვის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა გამოეყენებინა. აშკარაა, რომ შსს ცდილობს სასამართლოს მეშვეობით პროტესტში აქტიურად ჩართული აქტივისტი სამაგალითოდ დასაჯოს”.