ირანმა დასავლეთ პაკისტანში ბელუჯი ტერორისტების ორ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ირანული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ყუდსის ძალებმა დასავლეთ პაკისტანში ბელუჯისტანის ტერორისტული დაჯგუფების “ჯაიშ ალ-ადლის” პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
გავრცელებული ცნობებით, ირანმა ბელუჯისტანის ტერორისტების ორ სამხედრო ბაზაზე რაკეტებითა და დრონებით მიიტანეს იერიში. მოგვიანებით სამთავრობო მედია აღნიშნული ცნობები ახსნის გარეშე აიღო.
ჯაიშ ალ-ადლი სუნიტური პაკისტანში, ირანის საზღვართან მოქმედი დაჯგუფებაა, რომელიც ახალ ზელანდიას, -ს, ირანსა და იაპონიას ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი.
მანამდე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის თქმით, ერაყის ქურთისტანის ავტონომიურ რეგიონში “ს ჯაშუშების შტაბზე” იერიში მიიტანეს, ხოლო სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს სამიზნეებსაც დაარტყეს. გავრცელებული განცხადებით, ირანმა ერაყში იერიში ბალისტიკური რაკეტებით მიიტანა.