უკრაინის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე ყველა გამშვებ პუნქტზე ბლოკადა მოიხსნა.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, პოლონელმა კოლეგებმა შეატყობინეს, რომ 16 იანვარს, კიევის დროით 20 საათზე, პოლონელი გადამზიდველების საპროტესტო აქცია “დოროჰუსკ – იაგოდინის” სასაზღვრო პუნქტზე დასრულდა.
საზღვარზე სატვირთო ტრანსპორტის ორივე მიმართულებით გაფორმება და გაშვება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.