პარტიის აკრძალვა დემოკრატიაში უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება და ნაბიჯი, რომელიც საგულდაგულოდ უნდა იქნეს შესწავლილი და აწონ-დაწონილი, თუმცა ასეთი საკითხის განხილვისას, არ შეიძლება, ვიყოთ პასიურები – გერმანიის პრეზიდენტი

პარტიის აკრძალვა დემოკრატიაში უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება და ნაბიჯი, რომელიც საგულდაგულოდ უნდა იქნეს შესწავლილი და აწონ-დაწონილი, თუმცა ასეთი საკითხის განხილვისას, არ შეიძლება, ვიყოთ პასიურები – გერმანიის პრეზიდენტი
ჩვენი გაერთიანებული ქვეყნის ისტორიაში დემოკრატია და თავისუფლება ასეთი თავდასხმის ქვეშ არასდროს ყოფილა, – ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა.
როგორც შტაინმაიერმა აღნიშნა, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიასა და თავისუფლებას საფრთხე ემუქრება ულტრამემარჯვენე ექსტრემისტული ძალების მხრიდან.
„მემარჯვენე ექსტრემისტული ძალები თავს ესხმიან ჩვენს დემოკრატიას და საზოგადოების მოწონებას იმსახურებენ. უბრალოდ ლოდინი და დროებით ჩუმად ყოფნა საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ შეგვიძლია, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ულტრამემარჯვენე აქტორები საზოგადოებას არწმუნებენ, თითქოს „მმართველი ელიტა ხალხს მტრობს“, მოსახლეობას „ავტორიტარული მმართველობით“ ხიბლავენ და გერმანიის „ისევ დიდებულად“ გადაქცევის დაპირებით ატყუებენ.
მისივე თქმით, დემოკრატებს ბევრი რამის შეთავაზება შეუძლიათ ამასთან საბრძოლველად.
„ჩვენ გვაქვს კანონი, თავისუფლება, ადამიანობა. ცოდნა იმის შესახებ, სად მივყავართ სიძულვილს“, – განაცხადა შტაინმაიერმა.
მიანიშნა რა პარტიაზე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც მზარდი პოპულარობით გამოირჩევა და მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს, შტაინმაიერმა ხაზი გაუსვა, რომ ექსტრემისტებთან პოლიტიკური თანამშრომლობა დაუშვებელია როგორც მთავრობის, ისე პარლამენტის დონეზე.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით, პარტიის აკრძალვა დემოკრატიაში უნდა იყოს უკანასკნელი საშუალება და ნაბიჯი, რომელიც საგულდაგულოდ უნდა იქნეს შესწავლილი და აწონ-დაწონილი, თუმცა ასეთი საკითხის განხილვისას, „არ შეიძლება, ვიყოთ პასიურები“.
ებრაელების წინააღმდეგ 1938 წლის ნოემბრის „პროგრამების“ გახსენებისას გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანტისემიტიზმი კი არ ბრუნდება, არამედ არსად გამქრალა და „ჩვენ მას უნდა ვებრძოლოთ, მიუხედავად იმისა, თუ საიდან მომდინარეობს ის“.

ასევე დაგაინტერესებთ

გარკვეული პირები პედაგოგების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, თითქოს რეპეტიტორულ საქმიანობას კანონი კრძალავს- ცალსახად ვამბობთ, რეპეტიტორული საქმიანობა არ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისად, პედაგოგებს შეუძლიათ, თამამად მოამზადონ ნებისმიერი პირი

პაატა კვიჟინაძე 2026 წლის ბიუჯეტზე: ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი, რომელიც ევროპული და ჩვენი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, არის ნორმის ფარგლებში და ერთი-ერთი საუკეთესოა ევროპაში