დანიის მთავრობა და საპარლამენტო კომიტეტი უკრაინისთვის 1.4 მილიარდი დანიური კრონის (217 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის ახალი, 28-ე სამხედრო დახმარების პაკეტის დეტალებზე შეთანხმდნენ.
ინფორმაციას უკრაინული მედია დანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს დამატებით დაფინანსებას ე.წ. „დანიური მოდელისთვის“ (იარაღის წარმოება უკრაინაში) 100 მილიონი კრონის ოდენობით.
ამასთან, დანია დამატებით 370 მილიონ კრონს გამოყოფს PURL-ის ინიციატივისთვის – უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესყიდვისთვის – და 80 მილიონ კრონს საწვავისთვის, რომელსაც ნატო-ს მხარდაჭერისა და მომარაგების სააგენტოს მეშვეობით შეიძენენ.




