აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბანკო რეგულაციების შეცვლა და 50-წლიანი იპოთეკური სესხის შემოღება სურს.
დღევანდელი კანონმდებლობით, აშშ-ში იპოთეკური სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა 30 წელიწადს შეადგენს.
ტრამპის განცხადებით, უძრავი ქონების ხელმისაწვდომობა იმდენად შეზღუდულია, რომ საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქისთვის სახლის შესაძენად ერთადერთი გზა იპოთეკური სესხის ვადების გაზრდაა, რასაც ის ისახავს მიზნად.
ცნობისთვის, 50-წლიანი იპოთეკა 30-წლიანთან შედარებით გაცილებით მაღალპროცენტიანი იქნება.
CNN




