გიორგი ლობჟანიძე: თითქოს ამის საპასუხოდ, პირადში ჩემი თურქი მეგობრის, სუდან ალთუნის ახალი წიგნის გარეკანი მივიღე, თურქეთში გამოცემულ ამ მონოგრაფიას ჰქვია “დურსუნ ქუველოგლუსა და აკა მორჩილაძის რომანები”

მთარგმნელი, პოეტი, ფილოლოგი გიორგი ლობჟანიძე:
გუშინ აკა მორჩილაძის დაბადების დღე იყო. რაღაც საიტები ულოცავდნენ და ერთგან გიოს მიერ ფრანკფურტში წარმოთქმული ბრწყინვალე სიტყვის ფრაგმენტებიც მომხვდა თვალში, სადაც გიო ახვლედიანი ამბობს, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ყველას ვთარგმნიდით, განსაკუთრებით – აღმოსავლური ენებიდან და ჩვენ არავინ გვთარგმნიდაო.
თითქოს ამის საპასუხოდ, პირადში ჩემი თურქი მეგობრის, სუდან ალთუნის ახალი წიგნის გარეკანი მივიღე, თურქეთში გამოცემულ ამ მონოგრაფიას ჰქვია “დურსუნ ქუველოგლუსა და აკა მორჩილაძის რომანები”.
დღეს ვითარება შეცვლილია: ქართულ ლიტერატურას არათუ თარგმნიან, არამედ ტიპოლოგიურად, მეცნიერულად სწავლობენ უცხოეთში და, მათ შორის, აღმოსავლეთში.
ამ ვითარების შესაცვლელად ბევრმა ადამიანმა იზრუნა და დღესაც ზრუნავს.
და, რაც მთავარია, გვაქვს კიდევაც მსოფლიოს წინაშე თავმოსაწინებელი – ქართველი მწერლები, როლებიც არაფრით ჩამოუვარდებიან თავიანთ უცხოელ კოლეგებს, ზოგი თვალსაზრისით თუ არ აჭაბებენ კიდეც. ამ მწერლების ერთ-ერთი ალამდარი კი ჩემი უსაყვარლესი აკა მორჩილაძეა!
და გვყავს ერთგული მეგობრებიც , მაგალითად, როგორიცაა არაჩვეულებრივი თურქი ქართველოლოგი სუდან ალთუნი

ასევე დაგაინტერესებთ

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების დაგვიანების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა. თბილისის 175- საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველი სესია მიმდინარეობს, ორმა აბიტურიენტმა დაიგვიანა. როგორც EDU.ARIS.GE-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აბუტურიენტები – გოგონა და ბიჭი, საგამოცდო ცენტრთან, დაახლოებით, 5 და 7 წუთის დაგვიანებით გამოცხადდნენ. გოგონამ დაგვიანების მიზეზად დაასახელა ტაქსი, რომლის მძღოლმაც საგამოცდო ცენტრთან სულ სხვა მხრიდან მიიყვანა. ბიჭისთვის კი შემაფერხებელი საცობი აღმოჩნდა. გამოცდაზე დაგვიანებულ ახალგაზრდებს ადგილზე მყოფი მშობელები გამოესარჩლნენ და ცენტრის დაცვის თანამშრომლებს აპლიკანტების შენობაში შეშვება სთხოვეს, თუმცა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელმა აბიტურიენტებსაც და მათაც განუმარტა, რომ ერთი წუთის დაგვიანების შემთხვევაშიც კი, აბიტურიენტი გამოცდაზე აღარ დაიშვება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციიაც, პირველ სესიაზზე დაგვიანების 2 შემთხვევა აქვთ. “ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა. მეორე სესიისათვის რეგისტრაცია ყველა საგამოცდო ცენტრში 14:00 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება”, – აცხადებენ NAEC-ში. 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 2 ივლისს დაიწყო და მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება.