ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდადებულ მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წელი მოუწევთ

„ქართულმა ოცნებამ“ 85 ხმით მიიღო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კორუფციისთვის მსჯავრდადებულ საჯარო მოხელეებს 30 წლის განმავლობაში მოუწევთ ქონებრივი დეკლარაციების შევსება.
საკანონმდებლო ცვლილებები არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
მისი თქმით, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც ფინანსურ ან სამოხელეო დანაშაულებში იქნებიან მსჯავრდადებულები, ვალდებულები იქნებიან, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია კორუფციული დანაშაულების პრევენციისთვის“, — განაცხადა გორდულაძემ.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ სექტემბერში, ყოფილი თანაგუნდელების კორუფციაში მხილებისა და დაკავებების პარალელურად მოამზადა.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს