ესტონეთში, რუსეთის სასარგებლოდ და ესტონეთის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებით, ტარტუს უნივერსიტეტის რუსი პროფესორი, ვიაჩესლავ მოროზოვი დააკავეს. ადგილობრივი მედია სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ ის 3 იანვარს დააკავეს. საქმის გამოძიებიდან გამომდინარე დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.
ესტონეთის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რუსეთის სადაზვერვო ინტერესები ესტონეთის მიმართ ისევ მაღალ დონეზეა. სასამართლომ მოროზოვს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ტარტუს უნივერსიტეტმა კი ვიაჩესლავ მოროზოვთან საქმიანი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ უკვე განაცხადა.
ცნობისთვის, დაკავებული პროფესორი 2010 წლამდე სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობის მიმართულებით მუშაობდა, რის შემდეგაც ტარტუში გადავიდა.