თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი აცხადებს, რომ თურქეთის მხარე საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით აკვირდება საძიებო-სამაშველო ოპერაციებს სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით.
„საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში დაბრუნების დროს ჩამოვარდა.
ღმერთს ვთხოვ, შენდობა მისცეს ჩვენს დაღუპულებს, მოთმინება მათ ოჯახებსა და ახლობლებს”,-წერს ფიდანი.




