ოკუპირებულ აფხაზეთში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა

ოკუპირებულ აფხაზეთში სროლის შედეგად 5 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლების” პროექტი “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, 11 ნოემბერს სოხუმში, სროლა მოხდა, რის შედეგადაც, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს” ინფორმაციით, 5 ადამიანი დაიჭრა. მათგან ერთ-ერთი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
ოკუპირებული რეგიონის ე.წ. “შინაგან საქმეთა სამინისტროს” ინფორმაციით, მიმდინარეობს ოპერატიულ-საძიებო ღონისძიებები, რომელთა მიზანია ყველა გარემოების დადგენა და ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დაკავება.
ზოგიერთი “ტელეგრამ” არხის ცნობით, სროლა შესაძლოა თავდასხმა ყოფილიყო ე.წ. კანონიერ ქურდ რაულ ბარცბაზე. სოციალური ქსელების ცნობით, ბარცბა სროლის შედეგად დაიჭრა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ლობჟანიძე: თითქოს ამის საპასუხოდ, პირადში ჩემი თურქი მეგობრის, სუდან ალთუნის ახალი წიგნის გარეკანი მივიღე, თურქეთში გამოცემულ ამ მონოგრაფიას ჰქვია “დურსუნ ქუველოგლუსა და აკა მორჩილაძის რომანები”