დამწუხრებულები ვართ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო , – ამის შესახებ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“ღრმად დამწუხრებულები ვართ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქული სამხედრო სატვირთო თვითმფრინავის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. სოლიდარულები ვართ ჩვენს მოკავშირე თურქეთის მიმართ ამ რთულ დროს და გულწრფელ მწუხარებას ვუზიარებთ ყველას, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო”, – ნათქვამია განცხადებაში.




