საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროში არ ადასტურებენ ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
“გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება”, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა მედიაში ინფორმაცია, რომ რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა.




