“ფორმულას” ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია თანამშრომლებს დღეს თათბირზე მიაწოდეს.
კუპრაშვილი რამდენიმე დღეა საზოგადოებაში არ გამოჩენილა. მისი ბოლო განცხადება მედიასთან შეეხებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების ფაქტს, რაც თავად კუპრაშვილმა დაადასტურა.
რაჟდენ კუპრაშვილი ანტიკორუფციული სააგენტოს ხელმძღვანელად 2023 წელს დაინიშნა.




