პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლის თანახმად, კორუფციულ დანაშაულში მხილებულ საჯარო მოხელეებსა და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსების ვალდებულება ექნებათ

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის ამოქმედების შედეგად საჯარო მოხელეებს და პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომლებიც სასამართლოს მიერ რიგ კორუფციულ დანაშაულში იქნებიან მხილებულნი, 30 წლის განმავლობაში ქონებრივი დეკლარაციების შევსების და მისი ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება ექნებათ.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები 85-ხმით, ერთხმად დაამტკიცეს.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორი „ქართული ოცნებაა“.
უმრავლესობის დეპუტატების შეფასებით, აღნიშნული კანონი უზრუნველყოფს მართლსაწინააღმდეგოდ მიღებული ქონების გამოვლენას, დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობას და იმ ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, რომელიც სახელმწიფოს თანამდებობის პირის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიადგა.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის, რაც გამოიხატება კონკრეტულ სამოხელეო თუ ფინანსური სარგებლის მიღებასთან დაკავშირებულ დანაშაულში მხილებული ადამიანების ქონებრივი მდგომარეობის 30 წლის მანძილზე აქტიურ დაკვირვებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება