2023 წელს თბილისში 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე რუსეთის მოქალაქემ შეიძინა

2023 წელს თბილისში ს 2 014 მოქალაქემ 2 378 უძრავი ქონება შეიძინა, ინფორმაციას თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ლელო – პარტნიორობა თბილისისთვის“ თავმჯდომარე საბა ბუაძე ავრცელებს და მონაცემებს საგანგაშოს უწოდებს.
საბა ბუაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრის პერიოდში თბილისის სარეგისტრაციო ზონაში 5 148 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6 330 უძრავ ნივთზე. მათ შორის, 2 002 იყო რუსეთის მოქალაქე, რომელთაც 2 394 უძრავი ქონება შეიძინეს.
რაც შეეხება 2023 წელს, გასული წლის პერიოდში დედაქალაქის მასშტაბით, 5 192 უცხო ქვეყნის მოქალაქის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 6 138 უძრავ ნივთზე. მათ შორის, 2 014 რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ 2 378 უძრავ ნივთი დაირეგისტრირა საკუთრებაში.
„ვასაჯაროებთ საჯარო რეესტრიდან მიღებულ საგანგაშო ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს საქართველოში რუსების შემოსევის კიდევ ერთ განზომილებას. ამ ინფორმაციის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ ნაყიდი უძრავი ქონების ნახევარი მოდიოდა რუსეთის მოქალაქეებზე.

მთელი 2023 წლის განმავლობაში, ისევე, როგორც ში ომის დაწყების შემდგომ – 2022 წლის 1-ელი მარტიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე, ჩვენ ვნახეთ საგანგაშო მონაცემები, სადაც 5000-ზე მეტი გაყიდული ბინიდან 2400-მდე უძრავი ქონების ობიექტი სწორედ რუსეთის მოქალაქეებზე მოდის, რაც ადასტურებს უმწვავეს მოცემულობას, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დატაცება რუსეთის მიერ“ – განაცხადა საბა ბუაძემ.