რუმინეთის მთავრობამ ფერმერებთან, რომლებმაც უკრაინასთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწია

რუმინეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და ფერმერებმა, რომლებმაც სთან საზღვარი დაბლოკეს, შეთანხმებას მიაღწიეს, რაც მომიტინგეების რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, – ინფორმაციას გამოცემა Euractiv-ი ავრცელებს.
რუმინეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ფლორინ ბარბუს თქმით, შეთანხმება ფერმერების 13 მოთხოვნას მოიცავს, მაგრამ დანარჩენ მოთხოვნებთან დაკავშირებით კომპრომისის მოძიებაზე დისკუსიები გაგრძელდება.
კერძოდ, მთავრობამ აიღო ვალდებულება 2026 წლამდე სრულად მოახდინოს ყველა სასოფლო-სამეურნეო აქციზის სუბსიდირება და დაუყოვნებლივ აამოქმედოს დებულება სუბსიდირებული პროცენტიანი სესხების შესახებ.
გარდა ამისა, მთავრობამ მიიღო მოთხოვნა უკრაინიდან იმპორტით გამოწვეული ზარალის კომპენსაციის შესახებ.
ფერმერების ერთ-ერთმა წარმომადგენლის, მარიუს მიკუს განმარტებით, შეთანხმების მიღწევა საპროტესტო აქციების დაუყოვნებლივ შეწყვეტას არ ნიშნავს და საზღვრის ბლოკადის ხანგრძლივობაზე შესაძლოა გავლენა იქონიოს გადამზიდავებთან მოლაპარაკებებმა, რომელიც ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რუმინელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე სატვირთო მანქანების მოძრაობა დაბლოკეს.
უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის ხუთი ქვეყანა, მათ შორის რუმინეთი, კვლავ სთხოვს ევროკავშირს, უკრაინიდან შეტანილ მარცვლეულზე იმპორტის გადასახადების შემოღებას.
უწყების ცნობით, ბულგარეთის, პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის და ს სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ევროკომისიას შესაბამისი წერილი გაუგზავნეს.