პირველი ინტერვიუ ირაკლი ხმალაძესთან პოლისტიდან გათავისუფლების შემდეგ – “ქართული ოცნების” იუსტიციის იუსტიციის ყოფილი მოადგილე ამტკიცებს, რომ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
მისივე თქმით, წამოსვლამდე კომუნიკაცია ჰქონდა “ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრთან და საქმის კურსში ჩააყენა კახა კალაძე, რომელთანაც ხმალაძემ 7 წელი იმუშავა.
როგორც ხმალაძემ TV პირველს განუცხადა, ის საჯარო საქმიანობას გეგმავს.
არ ვაპირებ სახელმწიფო სტრუქტურაში გავაგრძელო საქმიანობა, სახელმწიფო უწყებებში 20 წელი ვიმუშავე, აქიდან ბევრი წელი მაღალ თანამდებობებს ვიკავებდი. ჩემი სურვილია კერძო სტრუქტურაში გავაგრძელო საქმიანობა”- თქვა ხმალაძემ.
მისი თქმით, გამოძიებას არ დაუკითხავს და ვერც ხედავს მიზეზს სამართალდამცავები მისი საქმიანობით დაინტერესდნენ.
არასდროს დავიკითხივართ, გამოძიებას კითხვები ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით აქამდე არ ჰქონია – ამას თამამად გეუბნებით. დეკლარაციასთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ მას ყიველ წელს ანტიკორუფციული ამოწმებდა. უზუსტობის გამო დავჯარიმებულვარ, თუმცა არ მქონია დეკლარაციის დროს ისეთი დარღვევები, რომ ეს კითხვების დასმის საფუძველი გამხდარიყო”- განაცხადა ყოფილმა მაღალჩინოსანმა.
მისივე თქმით, არ აპიტრებს ისაუბროს იმ ჟურნალისტურ გამოძიებებზე, რომელიც ბეთანიაში მდებარე სახლს უკავშირდება. ამასთან, ხმალაძე დარწმუნებულია, რომ მშენებლობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით გამოძიებას მასთან შეკითხვები არ ექნება.
საქართველოში ვარ, შემიძლია გავიდე, ქვეყნიდან გასვლას არავინ მიშლის. ჩემთან მიმართებაში კითხვები არ არის”- აღნიშნა მან.
მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბრძანებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან ირაკლი ხმალაძე გათავისუფლდა. როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, ხმალაძემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა ამ დრომდე უცნობია, ვინ დაინიშნება მის ადგილას.
მისი გათავისუფლება ოპოზიციაში და ექსპერტთა წრეებში აღიქმება არა როგორც ჩვეულებრივი საკადრო გადაადგილება, არამედ როგორც სავარაუდო კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებული პოლიტიკური სიგნალი.



