: წარმოიდგინე ექვს მილიარდს დებ ქვეყანაში, იყოს ექვსი მილიონი, ჯანდაბას, ექვსი ათასი… და დაგუგლე და გაირკვა რომ ამ ქვეყანაში კორუფციისა და ფულის გაფლანგვის ბრალდებით დაიჭირეს ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი…

ფილოსოსფოსი :
წარმოიდგინე ექვს მილიარდს დებ ქვეყანაში, იყოს ექვსი მილიონი, ჯანდაბას, ექვსი ათასი… და დაგუგლე და გაირკვა რომ ამ ქვეყანაში კორუფციისა და ფულის გაფლანგვის ბრალდებით დაიჭირეს ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, დედაქალაქის მერის მოადგილე, ინფრასტრუქტურის მინისტრი და მისი მოადგილე, ტრანსპორტის სამინისტროს 20 კაცი, გამგეობების სამოცი, იუსტიციის ორი… ამასთან, ერთ-ერთტი ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელისგან ფულის ამოღების მიზნით ის იარაღით დაჭრეს და თვითმკვლელობას ტენიან, ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, მედია მალე გაქრება, სასამართლო რაღაც კლანს ექვემდებარება ხოლო თუ ერთ მდიდარ ადამიანს გზაზე. გადაურბინე, აბუდაბის შეიხს მოისყიდის და შენს თავს ჩამოატანინებს…
და ბეზე ტორტზე: ამ ქვეყანაში ევროპელებს მთავრობა გეებს ეძახის და დევნის, მოსახლეობის რაღაც ნაწილი სუფთად ქსენოფობიური და ნელ-ნელა რასისტული მოტივებით არაბებს, ირანელებს და ჩინელებს ერჩის, ხოლო რუსებს ქვეყნის ნაწილი აქვთ ოკუპირებული და დიდი სიყვარულით არც ისინი სარგებლობენ ადგილობრივ მოსახლეობაში.
მგონი ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა არა? რატომ უნდა შეიტანო ეჭვი, რომ ასეთ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება მაგალითად ხუთ წელიწადში?

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: ქვემოთ მომყავს იმის დამადასტურებელი სურათი, რომ მართლაც მხოლო 95 ადამიანმა მოიწონა, არა და “იმედში” 500 კაცი მუშაობს, ხოლო მთელ ჰოლდინგში ათსზე მეტი. ამაზე სამარცხვინო ამბავი რა უნდა შეგემთხვეს?

მეუფე იაკობი: თან გვაბრალებენ… ისევე, როგორც ეკლესიას რუსობას გვაბრალებენ, თვითონ არიან რუსებიც და ყველაფერი თვითონ არიან, რასაც გვაბრალებენ. ქრისტიანები თუ ხართ ხელისუფლებაში, შერიგებაზე ვიფიქროთ…