ოცნების შს მინისტრის გელა გელაძის მოადგილის პოსტზე გიორგი სახოკია დაინიშნა

ქართული ოცნების პრემიერის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების შს მინისტრის გელა გელაძის ახალი მოადგილე გიორგი სახოკია იქნება.
“საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონის 24–ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი სახოკია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ”, – წერია დოკუმენტში.
ამავე დღეს გამოცემული ბრძანებით ირაკლი მ პოსტიდან გაათავისუფლა გელა გელაძის მოადგილის თანამდებობიდან სანქცირებული გიორგი ბუთხუზი. ის ბალტიის ქვეყნების – ლიეტუვის, ლატვიისა და ს მიერ არის სანქცირებული.
გელა გელაძის ახალი მოადგილის, გიორგი სახოკიას ბიოგრაფია -ს ვებგვერდზეა გამოქვეყენბული:
· 2000-2005 წლებში – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნე, მაგისტრი
· 2025 წლის 10 ნოემბრიდან – დღემდე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
· 2025 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი
· 2025 წელი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორი
· 2021-2025 წლებში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, დირექტორის მრჩეველი
· 2021 წელი – სახელმწიფო რწმუნებული ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში
· 2020-2021 წლებში – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე
· 2019-2020 წლებში – საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი
· 2018-2019 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსი
· 2015-2018 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი
· 2015 წელი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე
· 2014-2015 წლებში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის მოადგილე
· 2013-2014 წლებში – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი
· 2007-2012 წლებში – სს სილქნეტი სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე
· 2001-2007 წლებში – შპს Land Software Design-ის იურისტი