„სფერო ჰოლდინგის“ მიერ დაზარალებულებმა „სფერო ჰოლდინგის“ ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს

„სფერო ჰოლდინგის“ მიერ დაზარალებულებმა „სფერო ჰოლდინგის“ ცენტრალურ ოფისთან აქცია გამართეს. მოქალაქეები „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელს გივი წულეისკირს მათი კუთვნილი თანხების მოტყუებით დაუფლებაში ადანაშაულებენ.
როგორც აქციაზე მყოფმა ერთ-ერთმა დაზარალებულმა აკაკი ლუკავამ განაცხადა, „სფერო ჰოლდინგის“ შედეგად დაახლოებით 570 ადამიანი დაზარალდა.
„დაახლოებით, 570 დაზარალებულია, რომლებსაც გირის ალტერნატივაში და ინვესტიციაში უდევთ თანხა. ჯამში, დაახლოებით, საუბარია 30-40 მილიონ ლარზე. ივნისის შემდეგ კომპანია ვალდებულებას არ ასრულებს, ქირას არ უხდის დაზარალებულებს. ამის შემდეგ მოვითხოვეთ ძირი თანხის დაბრუნება, რაც ასევე არ ხერხდება. შემოგვთავაზეს, ვითომ რაღაც ქონებების გადმოფორმება, რომლებზეც გავარკვიეთ, რომ ნაწილის მშენებლობა დასრულებული არ არის და ამას გარდა, ყველა შენობას ყადაღა ადევს. აღმოვჩნდით თაღლითური ჯგუფის თაღლითურ სქემაში. მადლობა პროკურატურას სწრაფი რეაგირებისთვის. ვითხოვთ თითოეული დაზარალებულის დაკმაყოფილება. გივი წულეისკირი „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელია, ხოლო ჰოლდინგის დირექტორად დასვა გიორგი მურუსიძე, რომელიც ჩვენთან კონტაქტზე აგვისტოდან ამ დრომდე არ გამოსულა. ვეძებთ და ვერ ვპოულობთ. შემდეგ როგორც პროკურორმა გააჟღერა, მურუსიძე იყო ფიქტიური დირექტორი. ჰოლდინგის დამფუძნებელი და დირექტორი იყო გივი წულეისკირი, შესაბამისად, პრეტენზია მასთან გვქონდა“, – განაცხადა აკაკი ლუკავამ.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო „სფერო ინვესტის“ დირექტორის გიორგი მურუსიძის მიმართ.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულთა ქმედებების შედეგად, მოქალაქეებისთვის მიყენებული ზიანი 12 მილიონ ლარს აღწევს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები