მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის სახელმწიფო უწყებების მეშვეობით განხორციელების შესაძლებლობა 2026 წლის ნაცვლად, 2031 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ

მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის სახელმწიფო უწყებების მეშვეობით განხორციელების შესაძლებლობა 2031 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ.
აღნიშნულ პერიოდამდე იზრდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ განსაზღვრული კანონის მოქმედება, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ინიციატივით და მთავრობის დავალებით შესაბამისი სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელოს.
აღნიშნული მუხლის მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდი და ეს ვადა 2031 წლის 1-ელ იანვრამდე იზრდება.
როგორც მთავრობა განმარტავს, ვადის გაგრძელება ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების ხანგრძლივობას და ინტენსივობას უკავშირდება.
„მომართვისა და მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაწყებულია არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა დასრულების შედეგად, პროექტები უნდა გადავიდეს განხორციელების აქტიურ ფაზაზე. აღნიშნული კი, კანონით დადგენილ ვადას გასცდება”, – განმარტავს მთავრობა.
საკითხს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – “ახალი” თავიდანვე იყო ენმ-ის გასაყოფად შექმნილი გილაურის ბიზნეს პროექტი, რომელიც დაიშალა, როგორც ვიწინასწარმეტყველე, მალევე, როცა ფული შეწყდა – თუ იმასაც უარყოფთ, რომ მელიამ და გვარამიამ პარტია გაიყვეს და “ახალი N4” აღარ არსებობს?

სალომე ზურაბიშვილი – ალბათ, უნდათ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია, ეს მათი თამაშებია, მაგრამ ნათელია, ეს ხელისუფლება უკვე ხელისუფლებას აღარ ჰგავს – ღრმა კრიზისშია და თავმომძვრალი ქათამივით აქეთ-იქით ეჯახება