Reuters – ინდოეთის პოლიცია ნიუ-დელიში მომხდარ აფეთქებას ანტიტერორისტული კანონის ფარგლებში იძიებს

ინდოეთის პოლიცია ნიუ-დელიში მომხდარ აფეთქებას ანტიტერორისტული კანონის ფარგლებში იძიებს, – ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინდოეთის დედაქალაქის პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილემ, რაჯა ბანტიამ განაცხადა, რომ გამოძიება ანტიტერორისტული კანონის, ფეთქებადი ნივთიერებების შესახებ კანონისა და სისხლის სამართლის სხვა კანონების ფარგლებში მიმდინარეობს.
„გამოძიება საწყის ეტაპზეა და ნებისმიერი კომენტარი ზედმეტად ნაადრევია“, – განუცხადა ბანტიამ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, გუშინ საღამოს, ნიუ-დელიში ავტომობილი ისტორიულ ციხე-სიმაგრესთან, „წითელ ფორტთან“ ახლოს აფეთქდა. ბოლო მონაცემებით, აფეთქების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება